"რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზი სალხინოს ჩხუბზე

25.04.21 14:16
"რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა" - მეუფე ნიკოლოზი სალხინოს ჩხუბზე

ახალქალაქისა და კუმურდოს  მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სალხინოს ტაძრის ეზოში, დღეს,სალხინოს ეკლესიაში მომხდარ ჩხუბს გამოეხმაურა და სამარცხვინო უწოდა.

დღევანდელ დღეს უფალი დიდებით შევიდა იერუსალიმში და სხვათაშორის, ბევრ ადამიანს არ მოსწონდა და ეუბნეოდნენ, რას შვები, როგორც ღმერთს ისე მოგმართავენო და იესომ უპასუხა, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადსო.

რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, მოწესრიგდება",  - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, დღეს დილას ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ დაპირისპირება იყო. სალხინოს ტაძრის ეზოში სასულიერო  და საერო პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი სიახლეები