იაშვილი წამყვანი კლინიკაა და ის ამ ზამთარში არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივ უნდა დახურულიყო - ვატო სურგულაძე
რატომ იხურება იაშვილის სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკა, როცა ქვეყანაში სეზონური ვირუსების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა? ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები კლინიკის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებენ.
ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, აღნიშნავს, რომ სარემონტო სამუშაოები კლინიკაში უნდა ჩატარებულიყო ზაფხულში, როცა სეზონური ვირუსების რაოდენობა მინიმალურია.
საერთოდ სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ზაფხულის პერიოდში. ზამთრის პერიოდი არის რთული, რადგან ბევრი რესპირატორული დაავადება და ინფექციაა, გადაჭედილია საავადმყოფოები.
პირდაპირ ვიტყვი, იაშვილი არის წამყვანი პედიატრიული დაწესებულება საქართველოში, თავისი კადრებით, განყოფილებებით. რატომ არ შეიძლება, დახურულიყო ნაწილობრივ? ჩემთვის რთული გასაგებია - აცხადებს ექსპერტი, ვატო სურგულაძე.