"სელფების გადასაღებად იყვნენ", "კედელს ესაუბრებოდა" - "ოცნების" რეაქცია ჯაფარიძე ვაშაძის ბრიფინგზე
"სელფების გადასაღებად იყვნენ", "კედელს ესაუბრებოდა" - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატების რეაქცია ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაზე.
დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა კოლეგა ოპოზიციონერებს კომპეტენცია დაუწუნა:
რაც უფრო იქტიურებენ ეს ადამიანები, ამის საწინააღმდეგო ცხადია, არაფერი გვაქვს. მათი გზავნილების უშინარსობა კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პარტნიორებისთვის. მეიორეს მხრივ ღიმილის მომგვრელი და კომიკურია, როდესაც ეს ადამიანები იქ სინამდვილეში საქმეზე კი არა, დერეფანში სელფების გადასაღებად იყვნენ და საკუთარი პოლიტიკური უცოდინარობა ყველას დაანახეს"- აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს სისულელე უწოდა ალუდა ღუდუშაურმაც:
"ნახეთ ალბათ ხო ბატონო ვაშაძე კედელს რომ ესაუბრება? მომისმინეთ, რამდენ ასეთ სისულელეზე უნდა დავდგეთ და სერიოზული კომენტარი ვაკეთოთ", - თქვა ღუდუშაურმა.
"გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ერთობლივ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამეს.
ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ევროპის საპარლამენტო დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ პირდპაირ ამბობენ, რომ ევროკავშირი უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებით და არ აპირებს, რომ საქართველოში გამოგზავნოს ექსპერტების ჯგუფი, რომლიც ქვეყნას პუნქტების შესრულებაში უნდა დახმარებოდა.