ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის წინააღმდეგ - სტუდენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

26.04.21 13:14
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის წინააღმდეგ - სტუდენტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ. ტვ პირველის ინფორმაციით, ისინი დღეს საქართველოს განათლების  სამინისტროს წერილობით მიმართავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. სტუდენტებს აღნიშნავენ, რომ  ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის, საქმიანობაში დამატებით დარღვევები აღმოაჩინეს და გამოძიებას ითხოვენ.

სტუდენტები განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვასაც აპირებენ.

პატარა აქციაც იქნება სამინისტროსთან - აღნიშნავენ სტუდენტები.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კრიმინალური წარსულის გამო რექტორის, დავით გურგენიძის, გადადგომას ითხოვენ.