სკოლა მალავს პრობლემებს, რაც ეხება მოსწავლის ჯანმრთელობას, ნაადრევ ქორწინებას, მოტაცებას - სამირა ბაირამოვა
მარნეულის მოსახლეობა პოლიციას გულგრილობაში ამხელს. როგორც ირკვევა, ბავშვების გატაცების მცდელობა უცხო პირებს რაიონში ხშირად აქვთ, თუმცა დამნაშავის კვალზე სამართალდამცველები თითქმის არასდროს გადიან.
მარნეულში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ,,ტვ პირველს" უყვებიან, რომ ხშირ შემთხვევაში დანაშაულს ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაციაც, რადგან მოსწავლეებს შორის ნაადრევი ქორწინებისა და მოზარდების გატაცების მცდელობის შესახებ ფაქტებს ხშირად მალავს.
სკოლა ცდილობს, რომ სულ დაიმალოს პრობლემები, რომელიც ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, ნაადრევ ქორწინებას, მოტაცების ფაქტებს.
შესაძლოა, სკოლამ დამალოს და პოლიციასაც არ მიმართოს, ასეთი ფაქტები და პრობლემები რაიონში არის. ამის შესახებ დაზარალებულების ახლობლები საუბრობენ-ხოლმე., რომ რეაგირება არ არის - აცხადებს უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა,
25 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფე წერეთელში 10 წლის გოგოს მოტაცება სცადეს. მოზარდმა თავის დაღწევა მოახერხა და პოლიციაში დარეკა, თუმცა ამ დრომდე სამართალდამცველებს დამნაშავე იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.