"ჩემი და ცოცხალი აღარ არის" - დის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი დაარღვია
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ არ გაითვალისწინა გირაოს შესახებ დაცვის მხარის მოთხოვნა და დის მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ალადაშვილი პატიმრობაში დატოვა.
34 წლის მერი ალადაშვილის მკვლელობაში მხილებულმა კაცმა სხდომათა დარბაზში მხოლოდ ორი სიტყვა თქვა, რომ არაფერი ახსოვს და შემდეგ ტირილი დაიწყო.
უბრალოდ არაფერი მახსოვს, რა მოხდა. რაც უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის - განაცხადა პროცესზე ზურა ალადაშვილმა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ისმენდნენ გარდაცვლილი ქალის დედა და მეორე ძმაც, რომელიც საკუთარი დის მკვლელობას შეესწრო, თუმცა მათ სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვეს.