მოძალადე და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ - ,,ტვ პირველმა" ქარელში მომხდარი დანაშაულის დეტალები გაარკვია
ქარელში 70 წელს გადაცილებული ქალის გაუპატიურება სავარაუდოდ მისმა თანასოფლელმაა სცადა. დიდი ალბათობით, მსხვერპლი მოძალადეს იცნობდა - ტვ პირველმა დანაშაულის დეტალები გაარკვია.
პირველების ინფორმაციით, 75 წლის მოხუცი ახლა უმძიმეს ფსიქოლოგიურ სტრესშია. პოლიცია დამნაშავეს კი კვლავ ეძებს. სოფელი შეშინებულია და მოძალადის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ყველა გაკვირვებულია, არ იყო ცუდი ბიჭი და ახლა რა მოხდა, არავინ იცის. 75 წლის ქალი მარტოხელა იყო და სოფელში შეშინებულები არიან, რადგან მეტწილად აქ მარტოხელები არიან, ახალგაზრდები წასულები არიან.
ვითხოვთ პოლიციისგან, დროულად მოხდეს მოძალადის დაკავება და მკაცრად დასჯა - აცხადებს სოფლის მაცხოვრებელი.