ივანიშვილს კახი კალაძე „ლაფატკაზე“ უზის - ირაკლი ნადირაძე

30.10.22 13:06
 ივანიშვილს კახი კალაძე  „ლაფატკაზე“ უზის -  ირაკლი ნადირაძე

ივანიშვილს კალაძე ნიცაბზე უზის და შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში მოისროლოს, - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე დედაქალაქის მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც პროკურატურამ კალაძის უწყების მაღლჩინოსნების წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლით აღძრა. 

ფაქტი, რომ უკვე საქმე აღიძრა და სასამართლო და სასამართლოში მიდის განხილვა, ძალიან ბევრ რამეს  მეტყველებს და მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს კახი კალაძე უზის „ლაფატკაზე“ და როდის მოისვრის და როდის გაუშვებს ციხეში, ეს მხოლოდ მის ერთ პატარა გადაწყვეტულებაზეა დამოკიდებული. ამხელა ქონების გადაცემა, ამხელა ქონების გაფლანგვა, კახი კალაძის ხელდასმის გარეშე ვერ მოხდებოდა, მითუმეტეს, კახი კალაძე აწერს სწორედაც ამ დოკუემნტებს ხელს, - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მსგავსი სიახლეები