პროკურატურა რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს
პროკურორის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, მოპოვებული მტკიცებულებებით, სამივე პირი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი.
ამიტომაც, პროკურატურა სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და ნიკა გავარმიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.