ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს რეპუტაციას სახე აახია - ეკა ხერხეულიძე

02.11.22 13:14
ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს რეპუტაციას სახე აახია - ეკა ხერხეულიძე

ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს რეპუტაციას სახე აახია, - ასე შეაფასა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, ნიკა გვარამის საქმეზე საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა შანსი, საქართველოს რეპუტაციის შესანარჩუნებლად ფასადური ნაბიჯი გადაედგა, თუმცა ეს არ გააკეთა. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა შესაძლებლობა, სახე შეენარჩუნებინა  ფასადურად საქართველოსთვის რეპუტაციულად და მართლსამჯულებისთვის. პირიქით ვნახეთ, რომ სახე აახია საქართველოს რეპუტაციას. ჩვენ ვართ საერთოდ უგვანო, სახედაკარგული ქვეყანა დღეს. არ შეიძლება საღ აზრზე ვილაპარაკოთ და სამართლიან გადაწყვეტილებაზე. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი, - თქვა ხერხეულიძემ. 

მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" დამფუძნებელი  ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. კოლეგიამ მედიამენეჯერი დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მსგავსი სიახლეები