შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერის კაბინეტზე - ახალი დეტალები
შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერის კაბინეტზე. ,,ტვ პირველმა" მომხდარის დეტალების გარკვევა შეძლო: გამოძიება აქტიურად განიხილავს ერთ-ერთ ვერსიას, რის მიხედვითაც გიორგი ონიანზე შურისძიება ტენდერებში დამარცხების შედეგად ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მფლობელმა დაგეგმა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის მეპატრონეს კონფლიქტი ლენტეხის მერთან ხშირად ჰქონდა.
თავად გიორგი ონიანი, რომელიც ლენტეხში ქირით ცხოვრობს, ამ ამბის შემდეგ არ გამოჩენილა. მისი სახლის დიასახლისი ამბობს, რომ 2 დღეა, ის არ უნახავს.
2 დღეა, არ მინახავს, ამბობენ, თბილისშიაო. რაც ეს შემთხვევა მოხდა, ის სახლში არ გამოჩენილა. - ამბობს სახლის მეპატრონე.
ადგილობრივები იმასაც ჰყვებიან, რომ გიორგი ონიანი მერად ყოფნის პერიოდში წინ აღუდგა ტენდერების მოგების დროს დამკვიდრებულ მავნე ტენდენციებს, რაც ,,ატკატების" გაცემას გულისხმობ. ეს ფაქტი არ მოეწონათ ადგილობრივ კრიმინალებს და ონიანს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცეს.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.