მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა გავლენა იქონიეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მამალაძის ადვოკატი
გიორგი მამალაძის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი „პირველებთან“ ევროსასამართლოს მიერ დეკანოზის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.
რამიშვილის შეფასებით, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, და ვიცე პრემიერებმა, თეა წულუკიანმა და კახა კალაძემ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმცია, რადგან თავიანთი გაკეთებული განცხადებებით გავლენა მოახდინეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
რამიშვილის თქმით, სწორედ ჩამოთვლილი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ სახელმწიფომ აღმოფხვრა ძალიან დიდი დანაშაული.
არის საუბარი, რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრზეც, გიორგი კვირიკაშვილზე. ვიცე-პრემიერი და გარკვეული პირები, რომელთა განცხადებებში ზუსტად პირდაპირ არის უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველასათვის ცნობილია. მე როგორც მახსოვს, მაშინ ვიცი-პრემიერი იყო თეა წულუკიანი.
რაც შეეხება მათი პასუხისმგებლობის საკითხს, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დემოკრატიულია და რამდენად სამართლიანად უნდათ ჩვენს ხელისუფლებას განახორციელოს თავიანთი ქმედება, რასაც ჰქვია საქართველოში კანონიერების აღდგენა, რაც, ამ ეტაპზე, წარმოუდგენლად მიმაჩნია“. - ამბობს რამიშვილი.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.
სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).
დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.
სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.