ეჭვი რომ შემპარვოდა მართალი იყო, თავიდანვე ჩავერეოდი, არავის დავაჩაგვრინებდი - მეუფე იაკობი მამალაძეზე

03.11.22 17:27
ეჭვი რომ შემპარვოდა მართალი იყო, თავიდანვე ჩავერეოდი, არავის დავაჩაგვრინებდი - მეუფე იაკობი მამალაძეზე

ციანიდის საქმის ოქროს მოწმე რიტორიკას ცვლის.

მეუფე იაკობი, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ამბობს, რომ, ეჭვი რომ მაინც შეგჰპარვოდა გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში, თავიდანვე ჩაერეოდა და მას არავის დააჩაგვრინებდა. 

"იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და იმასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, ეს უნდა აღიარო და ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს ისიც უნდა გადაიხადოო. მე კიდე ვისურვებდი, აღარ იყოს ციხეში, გამოუშვან. მე რომ ოდნავ მაინც ეჭვი შემპარვოდა მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. მე გეუბნებით, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს". - ამბობს მეუფე იაკობი. 

ბოდბელი მიტროპოლიტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ არ ეთანხმება.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი მამალაძე არა ორ მუხლში, არამედ ერთ მუხლში გაამართლა სტრასბურგმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).

დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.

სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები