ფინანსური დავების გამო გარჩევებმა "ქურდულ" სამყაროში დიდი დაპირისპირება გამოიწვია

03.11.22 20:22
ფინანსური დავების გამო გარჩევებმა "ქურდულ" სამყაროში დიდი დაპირისპირება გამოიწვია

ფულის გამო დაწყებული დაპირისპირება ე.წ  კანონიერ ქურდებს შორის ჯახით დასრულდა. პოლიციის ხელში ახლა ბევრი მტკიცებულებაა "ქურდებისა" და მათთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ.

მათ შორისაა მასალები, როგორ ემუქრებოდნენ ბიზნესმენ გია გავაშელს ოჯახის განადგურებით  დიდი ფულის გამოძალვის მიზნით.  ტერორში ე.წ. ქურდი ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე "ბონჩოა"  მხილებული. ის მიმალვაშია, მისი დამხმარეები  კი  დაკავებულები.  

გამოძიებამ   დაადგინა, რომ  "ბონჩო" ფინანსური დავების ერთ-ერთი მთავარი მომგვარებელია და ამ მიზნით   უცხოეთიდან საქართველოში ე.წ.  ქურდულ გარჩევებს აწყობს.  

ფინანსური დავების   მოგვარების მიზნით გარჩევებმა კი ე.წ.  ქურდული სამყარო დიდ  დაპირისპირებამდე მიიყვანა.  ერთ-ერთი ასეთი დავის დროს ლავას ოღლისა და   ნოდარ შუკაკიძის ინტერესები გადაიკვეთა.

ორივე .წ. კრიმინალური ავტორიტეტი მჭიდრო კავშირშია ,,ქართულ  ოცნებასთან".  ლავას ოღლის   ხელისუფლების მხარდაჭერა ბევრი წელია აქვს. შუკაკიძეც ,,ქართული ოცნების" მარჯვენა ხელია,  განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ოპონენტებზე ტერორსა და თავდასხმებს სისტემატიური ხასიათი აქვს. 

ვრცლად იხილეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი.