მამალაძე ხელისუფლებას სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით მიმართავს - დეკანოზი ადვოკატებთან კონსულტაციებს იწყებს

04.11.22 11:17
მამალაძე ხელისუფლებას სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით მიმართავს - დეკანოზი ადვოკატებთან კონსულტაციებს იწყებს

დეკანოზი მამალაძე ხელისუფლებას სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით მიმართავს. რამდენიმე დღეში მოთხოვნას სასულიერო პირი იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის. 

გლდანის მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში დაპატიმრებული მღვდელი ადვოკატებთან კონსულტაციებს იწყებს.  ადგილზე ერთ საათში მივა მისი უფლებადამცველი გიორგი ფანცულაია.

რაც შეეხება დეკანოზის ადვოკატს დავით ჯანდიერს, ის „პირველებთან“ ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება სასჯელის გადახედვის წინაპირობა გახდება.

გიორგი მამალაძის შიდა ინსტანციის ადვოკატი ბატონი, სავარაუდოდ,  მიმართავს, რომ შემსუბუქებულ იქნას სასჯელი, თუმცა ეს, თავისთავად არ ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ ეს განაჩენი იქნას გადახედილი და ეს არის ის საკითხი, რომელიც მინისტრთა კომიტეტის წინაშე უნდა იქნას განხილული. ანუ, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულოს. კონვენციის დარღვევა თუ დადასტურდა, მაშინ რანაირად მოხდა წაგება, არ მესმის.  იქნებ ეგ იუსტიციის სამინისტრომ განმიმარტოს. როგორ ხდება, რომ ითხოვ, რომ მე-6 მუხლის დარღვეულად აღიარება მოხდეს. სასამართლოს ამბობს, რომ დარღვევა მოხდა მეექვსე მუხლის ორ კომპონენტში. ამიტომაც იუსტიციის სამინისტროს განცხადება ღიმილისმომგვრელია, არ შეიძლება, რომ ასეთი განცხადება გააკეთო“. - ამბობს დავით ჯანდიერი. 

ახლა ყველაზე საინტერესოა, გახდება თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება ციხის კარის გაღების წინაპირობა და გაითვალისწინებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო რვა ევრომოსამართლის გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთი ბერკეტი სალომე ზურაბიშვილის ხელშია. 

ქვეყნის მთავარსარდალს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეწყალების აქტი გამოსცეს და დეკანოზი მამალაძე ციხიდან გამოუშვას. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

სტრასბურგმა სამწლიანი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ პატიმარი მღვდლის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის პირველი ნაწილი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-6 მუხლის მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) ნაწილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მომდევნო სამ თვეში დეკანოზ მამალაძეს 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს. (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად).

დეკანოზი თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ.

სასამართლომ დეკანოზს მკვლელობის მომზადების მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვაში დამნაშავედ სცნო და სასულიერო პირს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.