დეტალურად აღწერდა, როგორ მოკლა ჯერ მამა, მერე დედა - მოწმის ჩვენება მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეში
მშობლების მკვლელობასა და დაწვაში ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ბრალს არ აღიარებს. გიორგი ბეროზაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე ოპერატიული ღონისძიებით მოპოვებულ ვიდეომასალას, სადაც ის ჩადენილი დანაშაულის შესახებ დეტალურად ყვება, დუმილით უყურებდა.
ვაზისუბანში მომხდარი სასტიკი მკველობის საქმეზე დღეს პოლიციის ის მაღალჩინოსანიც გამოკითხეს, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში ბრალდებულს ესაუბრება.
კახა მურადაშვილმა სასამართლო პროცესზე ორდღიანი საგამოძიებო მოქმედებები დეტალურად გაიხსენა და დაადასტურა, რომ მძიმე დანაშაულში მხილებულმა კაცმა ჩვენების მიცემის დროს მასთან ბრალი აღიარა.
აღიარა დანაშაული. დეტალურად აღწერდა როგორ მოკლა ჯერ მამა, როგორ დედა, შემდეგ როგორ წაუკიდა ცეცხლი და შემდეგ როგორ ცდილობდა ამ ყველაფრის დაფარვას, რაღაც ალიბების შექმნას. დეტალები, ყველაფერი შეიძლება არ მახსოვდეს და ჩანაწერი განხოციელდა და გექნებათ საშუალება, რომ ნახოთ, - თქვა პროცესზე მურადაშვილმა.
საზარელი მკვლელობის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 10 ნოემბერს ჩაინიშნა.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარ დედ-მამას ჯერ ცეხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ ბინაში ცეცხლი გააჩინა და ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.
ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.