ტემპერატურის მიზეზი შეიძლება იყოს ის დაავადებები, რომლებიც მას აქვს - "ვივამედი" სააკაშვილზე

04.11.22 17:20
ტემპერატურის მიზეზი შეიძლება იყოს ის დაავადებები, რომლებიც მას აქვს - "ვივამედი" სააკაშვილზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, სააკაშვილს აქვს ბევრი დაავდება და მაღალი სიცხეც, შესაძლოა, სწორედ ამის გამო აღენიშნებოდეს.

ამის შესახებ ზურაბ ჩხაიძემ „პირველებს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ტემპერატურა შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით, რომელიც აიხსნება იმ დაავადებების არსებობით, რომელებიც მას გააჩნია. დაავადებებიდან ცენტრალური ნერვული სისტემა განიხილება ერთ-ერთ მიზეზად, მისი ტემპერატურული რეაქციებისა“ - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

ზურაბ ჩხაიძისგან განსხვავებით, ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ  მიხეილ სააკაშვილის სიცხის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის.

მსგავსი სიახლეები