სტრესშია, იმალება და სახეს იფარავს - ინტერვიუ დედასთან, რომლის 3 წლის შვილი აღმზრდელმა სცემა (ვიდეო)
3 წლის ბავშვის ცემის ფაქტი თბილისის ბაგა-ბაღში - მოზარდის დედა "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მის შვილს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.
როგორც ირკვევა, მცირეწლოვანს შიოდა და აღმზრდელს საკვები მოსთხოვა, რის გამოც მასწავლებელმა 3 წლის ბავშვს სახეში დაარტყა.
ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობას, შენჯღრევას და ხელის დარტყმას. ბავშვმა წვნიანი სთხოვა, რადგან თავისით ვერ ახერხებს ჭამას. აღმზრდელს ბავშვი საძინებელში ძალით შეჰყავს . იქიდან გამოსული ბავშვი მასწავლებელს სთხოვს, დაუჯდეს და აჭამოს, რადგან მშიერია. ამის შემდეგ ის ჩემს შვილს ცემს. ბავშვი სტრესშია, უცხოებს ემალება და სახეს იფარავს" - აცხადებს მცირეწლოვანის დედა.
შეგახსნებთ, რომ თბილისის 128-ე ბაღში აღმზრდელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს და საქმეზე დაწყებულია ძიება.