გამოძიება ცდილობს კალაძეს ხელი დააფაროს - ირაკლი ნადირაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვაკის პარკის შადრევანტან დაკავშირებით სახელმწიფო ექსპერტიზის დაკსვნის გასაჯაროვება მერიის მაღალჩინოსნების და კახი კალაძისთვის ხელის დაფარების მიზნით ჭიანურდება.
თბილისის საკრებულოს წევრი ენმ-დან ირაკლი ნადირაძე პირდაპირ ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ყველა იმ პირს ეკისრება, რომლებმაც გაუმართავი შადრევანი ზარ-ზეიმით გახსნეს.
ვერ გაექცევიან, რომ დაწერონ, რომ იქ არ იყო გაჟონვის რელე, რომ იქ არ იყო დამიწება, რომ სწორად განხორციელდა პროექტი, იმიტომ, რომ ფაქტია, რომ გახსნეს ზარ-ზეიმით და რამდენიმე საათში დაიღუპა ანგელოზივით ბავშვი. იქ რომ ყველაფერი სწორად და კარგად ყოფილიყო გაკეთებული, ეს არ მოხდებოდა. ამიტომ, პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებმაც ზარ-ზეიმით გახსნეს შადრევანი, რომელიც არ იყო გამართული და იყო სასიკვდილო. ყველაფერი ხელოვნურად ჭიანურდება მხოლოდ იმის გამო, რომ გამოძიებამ, პროკურატურამ ხელი დააფაროს იმ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, კახი კალაძეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო შადრევნის ექსპლუატაციაში სწორ მიღებაზე, - ამბობს ნადირაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვაკის პარკის შადრევანი ღია სივრცეში საყოფაცხოვრებო სტანდარტით იყო აშენებული - არ იყო უსაფრთხოების რელეები, არ იყო დამიწება.
დაზარალებული, ბრალდებული და შადრევნიის უსაფრთხოებაზე პასუხისგებელი ყველა მხარე სამხარაულის ბიუროს ექსპერტის, უჩა ხაჩიურის ხელმოწერილ მთავარ დოკუმენტს ელოდება.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დასკვნა უკვე მზადაა, თუმცა მასზე ხელმოწერა ჭიანურდება. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალი "ტვ პირველმა" მოიპოვა.
მსგავსი სიახლეები
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მომხმარებლები მოგზაურობისთვის, სახლის განახლებისა და სეზონური შოპინგისთვის ემზადებიან, რაც ხშირად ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევას მოითხოვს.