ომბუდსმენის არჩევა - ვინ დაუჭერს მხარს ივანიშვილის ფავორიტს

07.11.22 13:42
ომბუდსმენის არჩევა - ვინ დაუჭერს მხარს ივანიშვილის ფავორიტს

პარლამენტში ხმებს ითვლიან - ახალი სახალხო დამცველის დასამტკიცებლად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთ კანდიდატზე ვერ შეთანხმდება, მმართველი ძალა სასურველი კანდიდატის გაყვანას სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით შეეცდება. საუბარია "მოქალაქეებზე", "სოციალ-დემოკრატებზე" და"გირჩზე". 

ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ მათი რჩეული ის სამი კანდიდატია, რომელიც არასამთავორბო სექტორმა წარადგინა. 

ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სამმა პარტიამ წარმოვადგინეთ სამი კანდიდატი  და ეს კანდიდატები არიან, შევახსენებ უმრავლესობას“ გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია. ამათგან რომელი არის მისაღები „ქართული ოცნებისთვის“ გვითხრან და სიამოვნებით გავმართავთ კონსულტაციებს, - თქვა "სტრატეგია აღმაშნებელის" წევრმა  პაატა მანჯგალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებს შორის კონსულტაციები  მიმდინარე კვირაში გაიმართება.