"ევაკუაციისთვის გვამზადებენ!" - მაქარაშვილის საგანგებო მიმართვა უკრაინიდან

07.11.22 14:22
"ევაკუაციისთვის გვამზადებენ!" - მაქარაშვილის საგანგებო მიმართვა უკრაინიდან

კიევის მერი დედაქალაქის მოსახლეობას ევაკუაციისთვის ამზადებს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო ატივისტი, გიგა მაქარაშვილი, წერს.

მაქარაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, კიევთან ახლოს, ქალაქ ბუჩაში იმყოფება, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციას ცდილობს.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, პუტინი კიევის  მოსახლეობას უწყლობით ემუქრება, რასაც ხალხი სხვა სირთულეებთან ერთად ვერ გაუძლებს. 

მაქარაშვილის თქმით, სოფლიდან 4 ოჯახისგან გამოზამთრების შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა ბუჩას დატოვებას არ გეგმავს. 

ევაკუაციისთვის გვამზადებენ.
კლიჩკომ კრიტიკულ ზღვარზე ვართ და ფხიზლად იყავით, შეიძლება კიევის დაცლა მოგვიწიოსო.
გვირჩიეს სოფლად გადასვლა ნათესავებთან. იქ, სადაც შეშაზე თბება ხალხი. იქ, სადაც წყალს ჭიდან სვამენ…
უშუქობას უკვე შევეჩვიეთ, სიცივესაც, მაგრამ ახლა წყლის გარეშე გვტოვებს პუტინი და ამას უკვე ვეღარ გაუძლებს ქალაქი!
ძებნის დაწყებაც ვერ მოვასწარი ისე გამოჩნდა უკვე 4 ოჯახი სოფლად, სადაც გამოსაზამთრებლად დამიძახეს.
ბაღის მიტოვებას არ ვაპირებ და თუ არ გამაგდებენ, არც გავალ ბუჩადან.
არის ამბები, რომლებიც მილიონში ერთ ადამიანს აწვება კისერზე და მისი ღალატი არ და ვერ მოხდება.
არავითარი პანიკა, არავითარი რიგები მაღაზიებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან!
ყველამ ზუსტად იცის, როდის, რა უნდა გააკეთოს.
დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, - წერს მაქარაშვილი.