ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა

07.11.22 17:07
ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა

ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა და ორი მანქანა მოიყოლა. შედეგად, ორივე მანქანა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

სტადიონი, რომლის ასაშენებლად 20 მილიონამდე ლარი გამოიყო, არაერთხელ დახარვეზდა. ის უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა თავდაპირველად 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო. მეორე ვადად კი  2020 წელი იყო დასახელებული. სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის დამკვეთი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოებს შპს  „დაგი“ ახორციელებს.