მოსახლეობის ევაკუაცია გურამიშვილის გამზირზე - დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა
მოსახლეობის ევაკუაცია გურამიშვილის გამზირზე - საცხოვრებელი კორპუსი მობინადრეებისგან მას შემდეგ დაცალეს, რაც დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით რამდენიმე ადამიანი მოიწამლა.
გაუსაძლისი სუნი, თვალების წვა და თავბურსხვევა - ეს არის ის სიმპტომები, რომელიც იქ იმყოფებმა იგრძნეს და დახმარებისთვის 112-ში დარეკეს. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
პირველადი ვერსია ბუნებრივ აირს უკავშირდებოდა, თუმცა შემოწმებამ გაზის გაჟონვა არ დაადასტურა.