თავის ტვინში ცვლილებები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ტუბერკულიოზი - ხერხეულიძე სააკაშვილზე

08.11.22 15:10
თავის ტვინში ცვლილებები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ტუბერკულიოზი - ხერხეულიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშილის ახლო გარემოცვის წევრი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის თავის ტვინში ცვლილებები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ტუბერკულიოზი. ხერხეულიძის თქმით, პრეზიდენტს მაღალი ტემპერატურა ამ წუთებშიც აღენიშნება. 

მე არ შემიძლია დიაგნოზი გითხრათ დემენცია, მაგრამ ცვლილებების შესახებ, თავისთავად, რა თქმა უნდა, მას აქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს პაციენტს და მან იცის, რომ ცვლილებები თავის ტვინში არსებობს. ბევრად სერიოზული და მძიმეა თავის ტვინში ცვლილებები, ვიდრე ტუბერკულიოზი. რაც შეეხება მადგომარეობას, არის უცვლელი. ჩემს თვალწინ ახლა ადამიანმა, აი, დამშვიდობების წინ გაიზომა ტემპერატურა და აქვს 37 და 7, რაც არის აუხსნელი, რატომ იმატებს, რატომ იკლებს 2 ხაზით ან საერთოდ, რატოა ამდენი ხანი, თვეების მანძილზე განუწყვეტლივ ტემპერატურა. ამაზე გადაჭრით პასუხი არავის აქვს. ფაქტია, რომ აქ არის რაღაცა სერიოზული პრობლემა, რასაც სჭირდება კვლევა, - ამბობს ეკა ხერხეულიძე, რომელმაც "ვივა-მედი" ცოტა ხნის წინ დატოვა.