სოსო გოგაშვილის ნათესავს იარაღების გასაღებას ედავებიან - ადვოკატის პირველი კომენტარი

08.11.22 17:52
სოსო გოგაშვილის ნათესავს იარაღების გასაღებას ედავებიან - ადვოკატის პირველი კომენტარი

სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრი სუს-ის წინასაწრი მოთავსების იზოლატორშია.

ნიკა გოგაშვილს, ამ წუთებში, ადვოკატი ხვდება.

როგორც რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, მისი ინფორმაციით, გოგაშვილს გამოძიება 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას გულისხმობს, თუმცა უფლებადამცველის თქმით, შესაძლებელია იყოს დარღვევა ცეცხლსასროლი იარაღების არასწორად შენახვისა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღების გასაღება.

„გამომძიებელისგან სატელეფონო საუბრის შედეგად ვიცი, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღის გასაღებას ედავებიან, რაც სამართლებრივი ნონსენსია, რადგან ნიკა გოგაშვილს ოფიციალურად შეძენილი და საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღები, თუმცა, ვინაიდან ის ძირითადად იოსებ გოგაშვილის სახლში ცხოვრობდა, მას ამ მისამართზე ჰქონდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები, რაც შესაძლებელია იყოს დარღვევა არასწორად ცეცხლსასროლი იარაღების შენახვისა, თუმცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღების გასაღება. 

გოგაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი თელავში დღეს, 11:00 საათისთვის დააკავეს.

ნიკა გოგაშვილი ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინშია.