სისხლიანი ანგარიშსწორება გურჯაანში - დაჭრილია ახალგაზრდა კაცი
სისხლიანი ანგარიშსწორება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში - tvpirveli.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
დაჭრილს გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
დაჭრა სავარაუდოდ, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა.
tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.