ქართველების მაგინებელი კოპილკოვი რუსი მინი ოლიგარქისა და პუტინის ომის სპონსორის შვილია

08.11.22 20:14
ქართველების მაგინებელი კოპილკოვი რუსი მინი ოლიგარქისა და პუტინის ომის სპონსორის შვილია

ახალგაზრდა, რომელმაც მთელ ქართველ ერს აგინა, რუსი მინი ოლიგარქის შვილია. მამა ალექსანდრ კოპილკოვი ჯერ სირიაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უჭერდა მხარს - შემდეგ კი უკრაინაში პუტინის ომს აფინანსებდა.

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველების მაგინებლის მამის გარდა, პუტინის ომის აქტიური მხარდამჭერია მისი ბიძაც - მაქსიმ კოპილკოვიც. კოპილკოვების ოჯახი იმ სქემის ნაწილია, რომლითაც რუსეთი უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლებს და სნაიპერებს აგზავნის. მათ სახელს უკავშირდება რუსული ჯარისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც, კრემლისგან დიდ ფულს იღებენ.

საქართველოს მოქალაქეები მაგინებეთა მამას დასავლური მედია რუსეთის ომის სპონსორტად მოხისენეიბეს, ალექსანდრე კოპლიკოვი სამხედრო საძმოს მეთაურია, ამ ორგანიაზიაში მისი პარტნიორი დმიტრი საბლინი კი უშუალოდ მონაწილეობდა ყირიმის ოკუპაციაში და მარიუპოლის აღების ოპერაციაში.  

ქვეყნის შეურაცხყოფა მმართველი გუნდისთვის ომის სპონსორის შვილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და არც მისი ქვეყნიდან გასაძევებლად. 

ქართველების მაგინებელი რუსი ოლიგარქის მიერ ქვყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს არ გაუვრცელებია. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც საზღვრის კონტროლი ევალება, ამ დრომდე დუმს. 

როგორ აღმოჩნდა მინი ოლიგარქის შვილი საქართველოში და როგორ დაატოვებინა შინაგნ საქმეთა სამინისტრომ იზოლტორი რამენიმე საათში? - ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟი.