ნიკოლოზ გოგაშვილი მის დაკავებას იოსებ გოგაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს - ადვოკატი

08.11.22 20:29
ნიკოლოზ გოგაშვილი მის დაკავებას იოსებ გოგაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს - ადვოკატი

იოსებ გოგაშვილის დაკავებული ოჯახის წევრი უკვე მოინახულა უფლებადამცველმა. 

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, ნიკოლოზ გოგაშვილი მის დაკავებას იოსებ გოგაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს. 

ნიკოლოზ გოგაშვილი მის დაკავებას იოსებ გოგაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს. ის ცალსახად ამბობს და ადასტურებს, რომ მის ტელეფონში არ მოიპოვება არანაირი უკანონო ინფორმაცია. შესაბამისად, მისთვის საეჭვოა, რატომ მოხდა ხელმოწერის დაფიქსირება ორ ლუქზე, ხოლო აღნიშნული ორიდან გამოყენებული იქნა ორი". - ამბობს ადვოკატი.

რეპრესიები გოგაშვილების წინააღმდეგ ახალ მასშტაბზე გადის.

დაკავებულია სუს-ის ექს შეფის ბიძაშვილი. ნიკა გოგაშვილს ხელბორკილები თელავში იმ დროს დაადეს, როცა ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გამოძიება სუს-ის ექს შეფის ოჯახის წევრს  ცეცხლსასაროლი იარაღის უკანონო გასხვისებას ედავება.