სავარაუდო კორუფციული გარიგებები თბილისის მერიაში - მეტრო ვარკეთილის და გოცირიძის რებილიტაცია ისევ გადაიდო

09.11.22 12:06
სავარაუდო კორუფციული გარიგებები თბილისის მერიაში - მეტრო ვარკეთილის და გოცირიძის რებილიტაცია ისევ  გადაიდო

სავარუდო კორუფციული გარიგებები თბილისი მერიაში და წყალში გადაყრილი მილიონები - მეტრო ვარკეთილის და გოცირიძის რებილიტაცია ისევ გაურკვეველი დროით გადაიდო.  თბილისის  მერიას მოუწია აღიარება, რომ კომპანია "მამისონი" ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ის შავ სიაში შეიყვანეს. 

აღნიშნულ კომპანიას რომ ვალდებულების შესრულება არ შეეძლო, თავის დროზე მერიას ოპოზიციაც აფრთხილებდა.

კომპანია „მამისონმა" ვერ შეასრულა სამუშაოები ვერც მეტრო გოცირიძის შემთხვევაში, ვერ შეასრულა სამუშაოები ვერც მეტრო ვარკეთილის რეაბილიტაციის შემთხვევაში გამომდინარე იქედან, რომ ამ კომპანიას არ ჰქონდა გამოცდილება მეტროსადგურების რეაბილიტაციის.

ვარკეთილის შემთხვევაში 3 მლნ ლარი უკვე გადახდილია კომპანიისთვის, ხოლო რაც შეეხება გოცირიძის მეტროსადგურის შემთხვევას, იყო ერთპირთან მოლაპარაკება, ანუ თვითონ შეარჩია კალაძემ ეს კომპანია და შემდეგ, როდესაც კალაძე გვეუბნება, რომ ვერ შეასრულა მან მასზე დაკისრებული მოვალეობები, 8 ნოემბერს ურთიერთშეთანხმების აქტით გადაავადეს მეტროსადგურ გოცირიძის სამუშაოები, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი,  ბესიკ დონაძე.

ხელისუფლების ოპონენტები ახალ კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

მეტრო გოცირიძის და მეტრო ვარკეთილის მრავალწლიანი რეაბილიტაციის ეპოპეა კვლავ გრძელდება. მხოლოდ დღეს გაახსენდათ ამ კომპანიის შავ სიაში შეყვანა და ვიწყებთ რეაბილიტაციის ახალ სერიას, ამიტომაც მოვუწოდებდი გამოძიებას, რომ დაინტერესდეს.

კითხვები, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია. ხომ არ არსებობს შესაბამისი კავშირები კომპანიასა და თბილისის მერიას შორის, ხომ არ იკვეთება, მათ შორის, გარკვეული კორუფციული რისკები და ასევე, რატომ მოხდა მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ამ პროცესისი გაწელვა და რატომ არ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას არავინ, - ამბოლბს თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფაცაცია.