სააკაშვილის სიმპტომები დაემთხვა ისეთ გამოვლინებებს, რომელიც თან ახლავს მოწამვლას - ადვოკატი

09.11.22 13:36
სააკაშვილის სიმპტომები დაემთხვა ისეთ გამოვლინებებს, რომელიც თან ახლავს მოწამვლას - ადვოკატი

მოწამლეს თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი? - კვლევის შედეგები უახლოეს დღეები ოფიციალურად გასაჯაროვდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ტუბერკულიოზის და დემენციის გარდა, მედიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ მესამე პრეზიდენტი მოწამულია.

პარალელურად, უკვე ვეღარვინ უარყოფს, რომ სააკაშვილის მდგომარება უმძიმესია. რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ, კლინიკა „ვივამედშიც“ აღიარეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა პატიმრობის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდება.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, მესამე პრეზიდენტის სიმპტომები დაემთხვა ისეთ გამოვლინებებს, რომელიც თან ახლავს მოწამვლას.

„ეს ეჭვები გაჩნდა სამედიცინო კვლევების დროს, როდესაც სიმპტომები დაემთხვა ისეთ გამოვლინებებს, რომელიც თან ახლავს მოწამვლის შემდეგ პაციენტებს. რომ გამოირიცხოს ეს ალბათობა, საჭირო იყო სპეციალური კვლევების ჩატარება. დიდი მადლობა „ვივამედის“ სამედიცინო პრესონალს, რომ ბოლობოლო აღიარეს ის, რასაც აქამდე ჩვენ დაზუსტებით და კატეგორიულად მოვითხოვდით, განცხადება გაკეთებულიყო, რომ არ აქვს საქართველოში არც ამ კლინიკას და არც სხვა სამედიცინო ცენტრებს ანალოგიური გამოცდილობები, რასაც ქვია ემპირიული კვლევები, რომ ჯანმრთელობის თვალსაზრისით რომელიმე პატიმარი, ან რომელიმე პაციენტი განკურნებულიყო“. - ამბობს ვალერი გელბახიანი.