დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მკურნალობის შესაძლებობა მიეცეს - ალასანია
გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე მიღებული რეზოლუციაში ერთ-ერთ რეკომენდაციად პირდაპირ ჩაიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
მესამე პრეზიდენტის დედა, რომელიც თავადაც ესწრებოდა ბრიუსელში აღნიშნულ სხდომას, ამბობს, რომ დოკუმენტში ასევე ჩაიწერა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა აღიდგინოს ჯანმრთელობა.
იქ არის გათავისუფლება და ამის შემდეგ არის უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ იმკურნაოს და აღიდგინოს ჯანმრთელობა. ეს პირდაპირ ჩაწერეს დოკუმენტში. როგორც გავიგეთ, ამას წინ უძღოდა დისკუსიები. ეს დიდი კომპრომისის შედეგი იყო". - ამბობს მესამე პრეზიდენტის დედა.
გიული ალასანიამ „პირველებთან“ ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს 33 კგ აქვს დაკლებული.
დაუგდებენ ამ სიცხეს რაღაც დროით და მერე ისევ იგივე იწყება. ვერავინ ვერ ამბობს ამ სიცხეების მიზეზს, ვერავინ ამბობს მიზეზს იმაზე რომ მან 33 კილო დაკარგა და ვეღარ დგება.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღეს.
კომიტეტზე ასევე მიღებულ იქნა ცვლილება, სადაც წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.