თბილისის მერი ადასტურებს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მწარმოებელი კომპანია შავ სიაშია შეყვანილი
თბილისის მერი ადასტურებს, რომ კომპანია "მამისონი", რომელსაც მერიამ მეტრო გოცრიძისა და ვარკეთილის რებილიტაცია დაუკვეთა, შავ სიაშია შეყვანილი. მიზეზი კი შესრულებელი ვალდებულებები შეუსრულებლობა გახდა.
კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ გოცირიძის შემთხვევაში კომპანიას სამუშაოები ივნისში უნდა შეესრულებინა, რაც ვერ მოხერხდა.
ეს კომპანია ვერ შეძლებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რაც დაკავშირებულია ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულება მასთან იყოს გაუქმებული. ყველანაირი ვადები იქნა არასწორად გამოყენებული, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამუშაოები დროზე არ ჩაბარებულიყო.
ამ კომპანიას რომ არ ჰქონოდა რამე გამოცდილება, აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდა. - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა, ახლა კი რეალობა ასეთია - კომპანია შავ სიაშია, მეტროსადგურების მუშაობა და რეაბილიტაცია კი ისევ გაურკვევლი დროით გადაიდო.