აღმოჩენილია ადგილი თბილისში, სადაც სავარაუდოდ ე.წ ქოლ ცენტრი ფუნქციონირებდა

09.11.22 17:18
აღმოჩენილია ადგილი თბილისში, სადაც სავარაუდოდ ე.წ ქოლ ცენტრი ფუნქციონირებდა

აღმოჩენილია ადგილი თბილისში, სადაც სავარაუდოდ ე.წ ქოლ ცენტრი ფუნქცინირებდა. დედაქალაქის  ცენტრში, ლეონიძის 2 ნომერში,  კომპანია ,,ბჯთ" უკანონო საქმიანობას სავარუდოდ დიდი ხნის განმავლობაში ეწოდა.

ბიზნესცენტრის თანამშრომელი ,,ტვ პირველთან" საუბარში ადასტურებს, რომ გუშინ შენობაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელშიც ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები მონაწილეობდნენ.

გუშინ სადღაც 2-3 საათისთვის ჩატარდა სპეცოპარაცია. მასში მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველი, არამედ გერმანელი სამართალდამცველები. არ ვფლობ ინფორმაციას, ვინმე თუ დააკავეს. მე გუშინ არ ვიმყოფებოდი იქ და დღეს ვიგებ ინფორმაციას. 

როგორც ვიცი, იყო მარკეტინგული კომპანია, რომლის საბუთები, დოკუმენტები ამოიღეს. ამ კომპანიაში 50-70 თანამშრომელი მუშაობს. 

ახლა ბჯთ-ის ოფისი დალუქულია. მათ სართულზე ყველას კატეგორიულად ეკრძალება ასვლა. - აცხადებს ბიზნესცენტრის თანამშრომელი.

,,ტვ პირველისთვის" ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანია ,,ბჯთ" 6 თვეა, რაც ფუნქციონირებს. მისი ოფისი ბიზნესცენტრის მეხუთე სართულზე იყო მოთავსებული. აქ დასაქმებული იყო დაახლოებით 70 ადამიანი, რომლებიც გარშემო სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან კონტაქტში არ შედიოდნენ. 

მასშტაბური სპეცოპერაცია ბიზნესცენტრში რამდენიმე საათის  წინ ჩატარდა. პოლიციამ შენობიდან კომპანია ,,ბჯთ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით  კომპიუტერები და დოკუმენტები ამოიღო. კომპანიის ოფისის შენობა ახლა დალუქულია.