სუს-ის მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს

09.11.22 18:15
სუს-ის მაღალჩინოსანი საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს

სუს-ის მაღალჩინოსანი, ირაკლი ჯანელიძე, რომელიც ხაშურის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით ჯანელიძე სარამოს საათებში სამსახურში მარტო იმყოფებოდა. ის ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ნრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურა. 

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სპეციალისტები რამდენიმე დღეში დაადგენენ ჯანელიძის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ჰქონდა თუ არა ირაკლი ჯანელიძეს სამსახურში პროვლემები? - სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის ხაშურის დეპარტამენტში კომენტარს არ აკეთებენ. 

მომხდარ ფატტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.