იოსებ მგელაძე ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირს უარყოფს, თუმცა კეზერაშვილთან მეგობრობას ადასტურებს

09.11.22 20:44
იოსებ მგელაძე ე.წ. ქოლ ცენტრებთან კავშირს უარყოფს, თუმცა კეზერაშვილთან მეგობრობას ადასტურებს

ქოლ ცენტრების სკანდალი - კეზერაშვილის ახლო მეგობრის კომპანიაში სპეცოპერაცია შოთაძის უწყებამ ნამდვილად ჩაატარა. ამას იოსებ მგელაძეც ადასტურებს, რომელიც დღეს საგანგებოდ ჩამოვიდა საქართელოში და ბრიფინგი გამართა.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მის კომპანიას კავშირი არ აქვს ქოლცენტრებთან, თუმცა არ უარყოფს, რომ დავით კეზერაშვილი მისი ახლო მეგობარია. 
 

„არც ერთ კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქოლ ცენტრებთან. ზოგადად ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს არაერთ უძრავ ქონებას თბილისში. შესაბამისად, ამ იურიდიული პირების ბიზნესის ჩემთან დაკავშირება არასამართლიანია. დათო კეზერაშვილია რის ჩემი კურსელი. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ დღემდე. ნამდვიალდ ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო „უნივერსა კაპიტალ გრუპი“. დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას“. - ამბობს მგელაძე.

საქართველოს პროკურტატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული 37 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.

უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს პროკურატურის და 7 ქვეყნის უწყების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ, ერთდროულად ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.