ყოფილი პოლიციელი განსასჯელის სკამზე - რას იტყვის მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარი ქალი
მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც ბოლო დროის ერთ-ერთი სასტიკი მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მშობლების მკველობასა და დაწვაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი განსასჯელის სკამიდან მოისმენს მისი მეგობარი ქალის ჩვენებას.
აღსანიშნავია, რომ უმძიმესი ფაქტის შემდეგ ახალგაზრდა კაცი სწორედ მოწმესთან ავიდა სახლში.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტები მყარია და ეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დადასტურდება:
დღევანდელ სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს სასამართლოში დაიკითხებიან მოწმეები, ასევე გამოკვლეული იქნება ვიდეო ჩანაწერები, კერძოდ დაიკითხება ორი ექსპერტი, ასევე საქმის ძირითადი გამომძიებელი. სასამართლოს წარვუდგენთ ვიდეო ჩანაწერებს, რომელშიც ასახულია ბრალდებულის გადაადგილება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რასაც დღეს სასამართლოს წარვუდგენთ, რომელიც დაადასტურებს რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები ნამდვილად დადგენილი იქნება ბრალდების მხარის მიერ“ - აცხადეს საქმის პროკუროპრი
გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატი კი ამბობს რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები დაკავებულის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
დაიკითხება გამომძიებელი, თუმცა მას ჩატარებული აქვს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არსებითად ვერ დაადასტურებს ვერც დანაშაულის ჩადენის კვალს და ვერც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას. რაც შეეხება გადაადგილების მარშრუტს აღნიშნული ვიდეო მასალებს ჩვენც გავეცანით და არის მხოლოდ ვიდეო გადაადგილება სხვადასხვა ლოკაციაზე და არა იმ ლოკაციაზე, სადაც მოხდა დანაშაული . შესაბამისად ჩვენთვის ცოტა გაუგებარია რას დაამტკიცებს ამ ფაქტით ბრალდების მხარე. ეს მტკიცებულებაა ჩევნთვის, უშუალოდ დანაშაულის დამადასტურებელი კი არ არის“- ამბობს ბრალდებულის ადვოკატი
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გამართულ წინა სხდომაზე დაკავებულმა ბრალი არ აღიარა. მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დუმილით ისმენდა გამოკითხვაზე მისული პოლიცელის მიერ მიტანილ 11 წუთიან ოპერატიული ღონისძიებით მოპოვებულ მასალას, სადაც განსასჯელის სკამზე მყოფი ბრალს დაკავებიდან რამდენიმე საათში აღიარებდა.