სასამართლომ ,,მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი პატიმრობაში დატოვა

10.11.22 14:37
სასამართლომ ,,მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი პატიმრობაში დატოვა

,,მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი პატიმრობაში რჩება -  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. არ გაუქმებულა არც ერთი მუხლი, მათ შორის გაუპატიურება, რასაც ადვოკატი ითხოვდა.

ნაკაიძის უფლებადამცველი პროცესზე ამტკიცებდა, რომ სასამართლო ექსპერტიზა ბრალდებულის სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, პროკურორის განმარტებით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ფაქტი ქალზე ძალადობის შესახებ, არსებობს დაზიანებებიც. 

დამატებითი დეტალების გარკვევა შეუძლებელია, რადგან პროცესი დახურულია.