ძალიან ავად არის, განახევრებულია ადამიანია - მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

10.11.22 15:07
ძალიან ავად არის, განახევრებულია ადამიანია - მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა

მეუფე ნიკოლოზი პოლიტიკური ნების არარსებობაზე ალაპარაკდა. მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსულმა სასულიერო პირმა, დღეს მძიმე ამბები გამოიტანა. 

კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, მესამე პრეზიდენტი ძალიან გამხდარი, განახევრებული და მწოლიარეა.

ამიტომაც, მიზი აზრით, ჩვენს ქვეყანას ასეთი მძიმე პაციენტის მკურნალობის შანსი არ აქვს. 

მეუფე ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით საზღვარგარეთ გადაყვანაა.

ადრე რომ შევდიოდი, ხან იდგა, ხან იჯდა. ახლა მესამე შემთხვევაა, როცა მწოლიარე მხვდება. გაფერმკთალებულია უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო. ძალიან ავად არის, სულ იკლებს. განახევრებულია ადამიანია. სამედიცინო სამსახური არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია, ამიტომ ვერ ხდება დიაგნოსტიკა. თუ კანონი იძლევა ამის საშუალებას და პოლიტიკური ნება, ეს ადამიანი გარეთ რომ იყოს, ორი აზრი არ არსებობს რომ სამკურნალოდ და დიაგნოზის დასასმელად უცხოეთში წავიდოდა“. - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.