რატომ ირჩევენ მწეველები თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებს?

10.11.22 14:40
რატომ ირჩევენ მწეველები თამბაქოს უკვამლო ალტერნატივებს?

ზიანის შემცირების სტრატეგიის მთავარი მიზანია ქცევა ან მავნე პროდუქტი , რომლის სრულიად აღმოფხვრა ვერ ხერხდება, შეამციროს მის მიერ მიყენებული ზიანი.

საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მიიღოს, არის თამბაქოსა და ნიკოტინის მოხმარების სრულად შეწყვეტა. თუმცა, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, სიგარეტის მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები უკეთეს არჩევანს წარმოადგენს. 

რატომ უნდა აირჩიოს ზრდასრულმა მწეველმა, რომელიც არ ანებებს თავს მოწევას ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები?

1.    თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზი სიგარეტის კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა. 
2.    წვის პროცესის გარეშე  - მაგალითად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შემთხვევაში -  არ ხდება კვამლის გამოყოფა, შესაბამისად, ტრადიციული სიგარეტის კვამლთან შედარებით, გამოყოფილი მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა შემცირებულია ( რასაკვირველია, ზემო-აღნიშნული უნდა იყოს დასაბუთებული თითოეული კონკრეტული პროდუქტის შემთხვევაში მეცნიერულად.) 
3.    თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ წარმოქმნიან კვამლს. თამბაქოს უკვამლო პროდუქტები არ წვავენ თამბაქოს. 
4.    თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები იყენებენ განსხვავებულ მეთოდებს იმისათვის, რომ მომხმარებელს ნიკოტინი წვის პროცესის გარეშე მიაწოდონ. 

ნიკოტინის შემცველი თამბაქოს უკვამლო ალტერნატივები არ წარმოადგენს მოწევაზე თავის დანებების საშუალებას,  არამედ ეს განკუთვნილია იმ ზრდასრული მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის რისკისგან თავისუფალი, ისინი წარმოქმნიან ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.