სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიება 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალეს
გადაწყვეტილება ცნობილია - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკა გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიება 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
გირაოს მოთხოვნა დღეს ბრალდების მხარემ დააყენა იმის მიუხედავად, რომ პროკურატურის განმარტებით, ნიკა გოგაშვილი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ნათესავი მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის პირობების დარღვევაშია ბრალდებული.