საარჩევნო კომისიაში არსებული ლეგიტიმაციის კრიზისი საარჩევნო რეფორმის პროცესს აზიანებს - გიორგი სიორიძე
საარჩევნო კომისიაში არსებული ლეგიტიმაციის კრიზისი საარჩევნო რეფორმის პროცესს აზიანებს, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ცესკოს თვამდჯომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ განაცხადა. საუბარია ცესკოს თავმჯდომარის და კიდევ ორი წევრის სტატუსზე, რომელთა შერჩევის პროცესიც უკვე თვეებია პარალიზებულია.
სიორიძის თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტს კენჭისყრაზე ამ დრომდე არ დაუყენებია, რაც საქართველოს კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპს და ასევე, კანდიდატების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს.
ევროკომისიის ერთ-ერთ პუნქტთან, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწყებულია ინტენსიური პროცესი, რომელშიც ჩართულია, პრაქტიკულად, ყველა, პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება, საარჩევნო ადმინისტრაციაც, ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ზიანს აყენებს საქარტველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ლეგიტიმაციის კრიზისი. კრიზისი, რომელიც დაკავშირებულია ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარისა და ორი წევრის სტატუსთან. მოგეხსენებათ, აღნიშნულ პირებს 15 აგვისტოს გაუვიდათ უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა. ამის შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და კანონმდებლობის სრული დაცვით შერჩეული კანდიდატები ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტს არჩევისთვის ჰქონდა 14 დღიანი ვადა, თუმცა პარლამენტს კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაუყენებია, რაც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, მას ან უნდა აერჩია კანდიდატები ან ჩაეგდო ისინი და შემდეგ კვლავ გაგრძელდებოდა პროცესი. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული არღევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპს, სამართლებრივი სახელმწიფოს ე.წ. რულფლოს პრინციპს, აგრეთვე არღვევს ასარჩევითი კანდიდატების კონსტიტუციურ უფლებასაც, რომლებიც უკვე თვეებია უშედეგოდ ელოდებიან კენჭისყრას, ისევე, როგორც უშედეგოდ ელოდება საზოგადოებაც, ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს , რომ დაუყოვნებლივ ჩატარდეს აღნიშნული კანდონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გამოვიდეთ ამ კანონგარეშე ვითარებიდან, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.