გორში დაკავებული ზურაბ ხვადაგაძის საქმე - მოქალაქის წინააღმდეგ ჩვენება პოლიციის ე.წ. ნეიტრალურმა მოწმემ მისცა
პოლიციელის ჩვენება მოქალაქის წინააღმდეგ - გორში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ხვადაგაძის საქმეში მხოლოდ სამართალდამცველების ჩვენებები დევს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სიუჟეტზე, სადაც 36 კაცი პოლიციელებს ბრალს ცემასა და ნარკოტიკის ჩადებაში სდებდა.
ირკვევა, რომ ყველა მოწმე, რომელიც ზურაბ ხვადაგიძის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს, გორის პოლიციის თანამშრომელიაა. პროკურატურას ერთადერთი ნეიტრალური მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, თუმცა როგორც ირკვევა, ისიც სამაღთალდამცველია. ზურაბ ლონგურაშვილი განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენში მუშაობს.
ე.წ. ნეიტრალური მოწმე მოსამართლის არწმუნებდა, რომ ქუჩაში ზურაბ ხვადაგაძის დაკავებას შემთხვევით შეესწრო და პოლიციამ მას სთხოვა, ჩვენება დაკავებულის წინააღმდეგ მიეცა. ლონგურაშვილი ამტკიცებდა, რომ იმ დროს, როდესაც ფაქტს შეესწრო, შსს-შ არ მუშაობდა და უწყებაში მხოლოდ შემდეგ დასაქმდა. ამასთან, მან ვერ დააზუსტა, ზუსტად როდის დაიწყო შსს-ში მუშაობა.
ნარკოდანაშუალის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე შეკერილია. მისი თქმით, პოლიციელებმა საქმეში ყალბი ჩვენებები ჩადეს იმისთვის, რომ პროკურატურას ხვადაგაძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ჰქონოდა და ის ციხეში გაეშვათ.
ე.წ. ნეიტრალური მოქმე, თქვენ ხედავდით, რომ ის არის პოლიციის თანამშრომელი და არის შსს-ს თანამშრომელიც. წარმოუდგენელია, რომ გარეშე პირად მონაწილეობა მიიღოს ადამიანმა, რომელიც არის, პრაქტიკულად, ერთიდაიგივე ორგანოზ წარმომადგენელი და შსს-ს ერთ-ერთი დანაყოფის თანამშრომელი. რა ტქმა უნდა,ე ს მოქმე პოლიციელებმა თითონ გამოძებნეს, არც იქ იყო, იმ ტერიტორიაზე და როცა დასჭირდათ, მაშნ დაუძახეს იმისთვის, რომ ამ ოქმებისთვის ხელი მოეწერა, - ამბობს მუხრან ადვოკატი ღურცკაია.
პოლიციელების მხრიდან საქმის შეკერვაზე საუბრობს ზურაბ ხვადაგაძის დედაც. მისი თქმით, შვილის დაკავების პროცესს თავად ესწრებოდა და ის მოქმეები, რომლებიც ახლა ზურაბ ხვადაგაძის წინააღმდეგ მოსამართლეს ჩვენებებს აძლევენ, ადგილზე არ ყოფილან.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ზურაბ ხვადაგაძე გორში რამდენიმე თვის წინ ნარკოდანაშუალის ბრალდებით დააკავეს.