უჩა მამაცაშვილი „ატიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

11.11.22 12:21
უჩა მამაცაშვილი „ატიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

ბიძინა ივანიშილის დეიდაშვილი „ატიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოში პროცესი უკვე დაიწყო. 

სხდომაზე შესვლამდე „ატიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მთავრობამ უჩა მამაცაშვილი დაასანქცირა და მათი თქმით, ამ ყველაფრით დასტურდება ის, რომ ივანიშვილის დეიდაშვილი დაკავშირებული არის რუსებთან.

სწორედ ამიტომ, „ატიკორუფციული მოძრაობის“ წევრები მოსამართლეს მოსთხოვენ, რომ აღნიშნული ამბავი მათ საქმეს დაერთოს.

მიღებული გადაწყვეტილება არის აბსურდი. რაც შეეხება ჩვენს ახალ მტკიცებულებას, ეს არის საჯარო. უკრაინის მხარემ დაასანქცირა უჩა მამაცაშვილი, ამიტომაც, სასამართლო კოლეგიამ უნდა მიიღოს ჩვენი შუამდგომლობა და გაითვალისწინოს, რომ უჩა მამაცაშვილი, დადასტურებულად, ამ ტერორისტული ომის დროს არის რუსეთის მხარეს“. - ამბობს ლაშა ფარულავა.

„ატიკორუფციულ მოძრაობაში“ ასევე ამბობენ, რომ დადასტურდა, რომ ე.წ. ქოლცენტრების უკან სწორედ მამაცაშვილი დგას, რადგან მათი თქმით, არც ერთ ქოლცენტრში, სადაც პროკურატურა შევიდა, არ დახვდათ არავინ.

ახლა საინტერესოა, რა გადაწყევტილებას მიიღებს მოსამართლე და დააკმაყოფილებს თუ არა „ატიკორუფციულ მოძრაობის“ შუმადგომლობას.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა „ატიკორუფციული მოძრაობის“ წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა.