,,მოთამაშე ლეილა" ახალ სკანდალში ეხვევა - გორის მერიის ყოფილ ბუღალტერს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ

11.11.22 13:42
,,მოთამაშე ლეილა" ახალ სკანდალში ეხვევა - გორის მერიის ყოფილ ბუღალტერს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ

გორის მერიის აზარტული ბუღალტერი მორიგ სკანდალში ეხვევა. კულტურის სააგენტოს ყოფილ ბუღალტერს, ლეილა წკრიალაშვილს, რომელიც კაზინოში ბიუჯეტიდან გადარიცხული ფულის გამო დააკავეს, დღეს თანხის მოპარვას ტრანსპორტის სააგენტოშიც ედავებიან.

ლეილა წკრიალაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმონ -  გაფლანგულია  ნახევარი მილიონი ლარი. საქმეზე კი მხოლოდ ბუღალტერია დაკავებული. 

ჩვენი ინფორმაციით, თანხები ტრანსპორტის სამსახურიდანაც არის გაფლანგული, ბუღალტრის მხრიდან, რომელიც დაკავებულია. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კრიმინალურ სქემაში ჩართული არიან სხვადასხვა ჩინოვნიკები, რომლებიც მუშაობას დღემდე აგრძელებენ საჯარო სამსახურში და სავარაუდოდ, ფულის ფლანგვასაც გააგრძელებენ - აცხადებს გორის საკრებულოს ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატი, ანი ბალიაშვილი.

ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში წკრიალაშვილი მასთან მუშაობდა. ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ სუსი-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ მისი სამსახურიდან დოკუმენტაცია ამოიღო და გამოკითხვაზე თავადაც იმყოფებოდა.