გამოძიება მითვისების საქმეზე - ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორი შესაძლოა, დააკავონ
საჯარო მოხელე, რომლიც ხელფასს თვეში რამდენჯერმე იღებდა, შესაძლოა, დააკავონ. ცნობილია, რომ ქედის ავტოტრანსპორტის დირექტორის წინააღმდეგ გამოძიება გუშინ დაიწყო. გიორგი ბარამიძე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.
აღიარებს თუ არა საჯარო ბრალს, ამ დროისთვის უცნობია, რადგან ბარამიძე "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხპბს. დუმილს ინარჩუნებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარეც, რომელიც საჯარო მოხელის სიმამრია.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკითხვების სერია აჭარის მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ანტიკორუფციულ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის დასჯის სამაგალითო ოპერაცია.
ამ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი იქნება დასჯილი, მაგრამ , რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გაჩერდეს პროკურატურა. რას აკეთებს ამ დროს ,,ოცნება"? ასეთ საქმეეში ისეთ ადამიანებს ირჩევს, რომლებსაც ხელს მარტივად შეაწმენდს. ასეთი აღმოჩნდა გიორგი ბარამიძეც.
ჩვენ მოვუწოდებთ პროკურატურას, არ მოგეშვებით, მხოლოდ ბარამიძით არ უნდა შემოიფარგლოთ. უნდა დასაჯოთ ყველა ის პირი, ვინც აღნიშნულ საქმეში ხელს ურევდა - ამბობს ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" აჭარისა და გურიის ბიუროს ხელმძღვანელი, ლაშა ხოზრევანიძე.
აჭარის მთავარი პროკურატურა გიორგი ბარამიძის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც "ტვ პირველმა" მისი აღიარებითი "ჩვენება" გაავრცელა. ინტერვიუში საჯარო მოხელე ადასტურებდა, რომ საბიუჯეტო სახსრებიდან ხელფასს თვეში რამდენიმეჯერმე ირიცხავდა.