"თავს ძალიან ცუდად გრძნობს" - 15 წლის მოზარდის მკვვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

21.11.22 13:35
"თავს ძალიან ცუდად გრძნობს" - 15 წლის მოზარდის მკვვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

15 წლის მოზარდის მკვლელობა ზუგდიდში - სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი მედიასთან მცირე კომენტარს აკეთებს. 

კობა ტაბაღუას განცხადებით, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას არ გასცემს. 

უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული მოზარდი თავს ძალიან ცუდად გრძნობს. 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, არასრულწლოვანია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე,  მე ინფორმაციას ვერ გავცემ.

ძალიან ცუდად არის და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მე ინფორმაციას ვერ გავცემ," - განაცხადა ადვოკატმა.

დაკავებული 17 წლის ბიჭი სამხარეო პოლიციაში იმყოფება. "პირველების" ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა.

პოლიციას ჩვენებას ამ წუთებში დაკავებული მოზარდის დედა აძლევს. 

მსგავსი სიახლეები