მამაკაცი, რომელმაც ცოლი ცოცხლად დაწვა, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლის სუპერმარკეტში ყოფილ ცოლს საწვავის ბოთლი ესროლა და ცეცხლი მოუკიდა, კომატოზურ მდგომარეობაში თერჯოლის სავადმყოფოშია გადაყვანილი.
ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება. დამწარი აქვს სხეულის დაახლოებით, 60-70%, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ამბობს „იმერმედის“ ექიმი, თინათინ ჩაფიძე.
სუპერმარკეტ „მაგნიტის“ თერჯოლის ფილიალში, დღეს დაახლოებით 19 საათზე, 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლი მოუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავდამსხმელი კი გადარჩა. ამავე თემაზე მეტს გაიგებთ ამ ბმულზე.