,,ოცნება " ამ კანონით ყველას და ყველაფერს თავზე ახევს - დიტო საძაგლიშვილი

28.04.21 13:29
,,ოცნება " ამ კანონით ყველას და ყველაფერს თავზე ახევს - დიტო საძაგლიშვილი

ამ წუთებში ნიკა მელიას  რუსთავის მე12-ე დაწესებულებაში მისი ადვოკატი ხვდება. როგორც დიტო საძაგლიშვილი აღნიშნავს, ,,ენმ"-ს დაკავებულ ლიდერთან ამნისტიის კანონპროექტზე, ხვალინდელ სასამართლო პროცესსა და მელიას გათავისუფლების გზებზე იმსჯელებს. 

,,ოცნებამ" მოახდინა ამნისტიის კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მთლიანად შეეხება 20 ივნისის მოვლენებს. როგორც იურისტი ვაცხადებ, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამნისტიის  აქტში არ ფიქსირდება კონკრეტული მუხლი და დანაშაული. ,,ოცნებას" ისეთი მუხლი შემოაქვს, რომელიც იძლევა ფართო ინტერპრეტირების საშუალებას. ,,ოცნება" ამ კანონპროექტით ახევს ყველას და ყველაფერს, ეს ეხება როგორც უკვე დაწყებულ საქმეებს, ასევე სამომავლოდ შესაძლო გამოვლენილ დანაშაულებსაც - აღნიშნავს ადვოკატი.

დიტო საძაგლიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ ხვალ სასამართლო პროცესზე ხელისუფლებას, პროკურატურასა და სასამართლოს აქვს კიდევ ერთი შანსი, ნიკა მელია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაათავისუფლოს, რაც პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას ხელს შეუწყობს. თუმცა, როგორ გამოიყენებს ხელისუფლება ამ შანსს, ეს ხვალ გახდება ცნობილი.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული.