განზრახ დააჯახა მანქანა და მოკლა - რა მოხდა კარდენახში?
მკვლელობა კარდენახში - სასამართლომ სოფელ კარდენახში, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. დაკავებულს 11 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრეს.
მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - წერია უწყების განცხადებაში.
დაზარალებული 35 წლამდე ასაკის კაცი გურჯაანის კლინიკაში გარდაიცვალა.