ბახმუტი ისევ ოკუპანტების ალაყაშია - ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები კონტრშეტევაზე გადავიდნენ
ბახმუტი ისევ ოკუპანტების ალაყაშია - ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები კიდევ ერთ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. 5 ქართველი მეომრის ცხედრებამდე მისვლას თანამბრძოლები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ცხედრები ისევ რუსი ჯარისკაცების და ვაგნერის დაჯგუფების ტყვეობაში რჩება.
ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ამ წუთებში მორიგი შტურმისთვის ემზადებიან, "პირველებთან" ამბობენ, რომ ბახმუტის შესასვლელის ნაწილი უკვე გაწმენდილია.
გაწმენდები მიდის შემოგარენის ბახმუტის ბოლომდე გათავისუფლებისთვის. უკვე შევედით, უკვე გაწმენდილია, აქ რუსები იდგნენ... ეს ბახმუტის გზაა, პირდაპირ შევდივართ. უკრაინის მთელი შეიარაღებული ძალები გადავიდა უკვე შტურმზე და მიდის გაწმენდები. ყველაფერი მოხერხდება 99%. ჩვენ 10 კმ წავიწიეთ წინ და აწი იქ იქნება სიტუაცია და მემგონი, უკვე წამოიყვანენ ჩვენს ბიჭებს, - ამბობს ზაუკა ბერძემიშვილი.
უკრაინაიში მებრძოლი კიდევ ერთი ქართელი ვანო ნადირაძე ამბობს, რომ ბახმუტში ახლა ჯოჯოხეთი ტრიალებს.
ჯოჯოხეთი ტრიალებს, ჩვენი ბიჭები უკრაინელებთან ერთად ბახმუტის მიმართულებით, ფაქტობრივად, სიკვდილს უყუყრებენ თვალებში, - ამბოლბს მეომარი.
საქართველოში კი გმირულად დაღუპული მეომრების ცხედრებს ოჯახები უკვე მე-5 დღეა ელოდებიან.